22:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 17:48:59, 557 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია

21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის იგეგმება ევროკავშირში განაცხადის გაკეთება, შესაბამისად, საქართველოც იზიარებს იმ პასუხისგებლობას, რომლის ნაწილია, რომ  2030 წლისთვის, უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისიის 35%.

„21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, კლიმატის ცვლილება რჩება. კლიმატის ცვლილების შერბილება არის თითოეული ქვეყნის ვალდებულება. საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილეა. ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი,  კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ მათ აქვთ აღებული მაქსიმალური პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით.  ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას, შესაბამისად, საქართველოც იზიარებს ამ პასუხისგებლობას, რომლის ნაწილია, რომ  2030 წლისთვის, ჩვენ 35% უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისია. თუმცა,  საქართველო მზად არის და ევროპელ პარტნიორებთან ერთდ მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ  შევუერთდეთ მწვანე შეთანხმებას და გავხდეთ კარბონეიტრალური ქვეყანა.  თუმცა,  რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ  დონორებთან ერთად გვექნება ბევრი სამუშაო.

საბოლოოდ, როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკაში უნდა გამოვიყენოთ მეტი თანამედროვე, უფრო გონივრული ტექნოლოგია. 7 დარგის მიხედვით, განსაზღვრულია თანამედროვე გონივრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ეკონომიკური განვითარება იყოს მდგრადი, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედება იყოს მინიმალური. სატყეო სექტორის განვითარებით, ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ კლიმატის ცვლილების შერბილება, რაც  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics