23:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:09:11, 471 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეროვნული სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამის აკრედიტაციის სტატუსს ფლობს და დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების შესწავლა, დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია. უახლოეს 10 წელიწადში, ლაბორატორიაში ამჟამად არსებული კვლევების რაოდენობა  50%-ით  გაიზრდება.

მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში, ლაბორატორიის ქსელში, უკვე არსებულ ლაბორატორიებთან ერთად (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, დუშეთი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, მარნეული, ბათუმი, ამბროლაური, ზუგდიდი), დამატებით, ორი ახალი ლაბორატორია (საჩხერე, მესტია) დაიწყებს აქტიურ მუშაობას. საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე ლაბორატორია იმუშავებს.

ლაბორატორიაში უწყვეტი აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ  ხდება არსებული კვლევის მეთოდების რეაკრედიტაცია. გარდა ამისა, ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics