|
2021-06-30 12:34:37, 465 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გასტრონომიული სექტორის განვითარება მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და წარმოების სტიმულირებასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლებს, მსოფლიო პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის ,,ბოკუზ დორ“ საქართველოს ბორდის წევრებსა და წამყვან შეფ-მზარეულებს შეხვდა. შეხვედრაზე „ბოკუზ დორ - საქართველოს“ 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში აღნიშნული ჩემპიონატის და ზოგადად, გასტრონომიის როლზე იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და ავთენტური პროდუქტების წარმოჩენა-პოპულარიზაციის კუთხით, სარესტორნო სექტორის და განსაკუთრებით, შეფ-მზარეულების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პოპულარიზებას საჭიროებს. მისი სწორად წარმოჩენა, რეგიონულ დონეზე განსხვავებული სამზარეულოს სპეციფიკების მომხმარებლამდე მიტანა შეფ-მზარეულების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არაერთ უწყებასთან გასტრონომიული სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის, რადგან ეს მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქტების პოპულარიზაციასთან, წარმოების სტიმულირების, სოფლის, აგროსექტორის და, რაც მთავარია, ღვინის სექტორის განვითარებასთან. ქვეყნებში, სადაც ქართული გასტრონომიის ელემენტები უკვე არსებობს, ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარობა უფრო დიდია, რაც ქართული ღვინის სექტორის პროდუქციას რეალიზების დამატებით შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ კულინარია კულტურული დიპლომატიის ნაწილიცაა. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ მისი გამოყენებით ქართული პროდუქციის წარმოჩენა-წახალისება როგორც შიდა ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებლებში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებში. იმედი მაქვს, საქართველოში სარესტორნო სექტორი სწრაფად აღდგება და განვითარდება. თანამშრომლობით და სწორი კომუნიკაციით, ჩვენ შევძლებთ, ქართული კულინარიის და ზოგადად, გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და ქართველი შეფების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ჩვენ მთავარ მიზანს, დარგის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული სურსათის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ნდობის ამაღლების მიმართულებით, ასევე, პროდუქციის ბრენდინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის, მისი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის კუთხით.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)