00:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 11:13:27, 406 ნახვა

საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთათვის ივნისის თვის 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა

გრძელდება მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდება მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დღეისათვის, ივნისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის  -  140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს - 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებენ. ცნობისთვის, დამსაქმებლეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათთვის კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება, მანან სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics