2021-06-29 13:37:05, 661 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გაზრდილი მობილობა ინფექციის ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
„დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ბოლო ერთ თვეში, ტურისტებში 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,