|
2021-06-29 12:54:36, 450 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება შეუძლებელია
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს აცნობს. ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების მიერ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. „უკვე მეექვსე კვირაა, რაც საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ პროექტებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, თუ რა პროექტები იქნებოდა განხორციელებული. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიყავით ძალიან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან, თუმცა, რადგან ოქტომბერში ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, ვალდებულად ვთვლით თავს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ყველა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც ქალაქის მასშტაბით ჩატარდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალიტეტის მერიის სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა. „2017 წელს ჩვენი სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა. პირველი, ეს არის ურბანული პოლიტიკა. მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს; შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო პოლიტიკა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური ცვლილებები ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას, გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა პირველ ნაბიჯებს საზოგადოება უკვე ხედავს; ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის პოლიტიკა, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ძალიან კარგი პროექტების განხორციელება მოხერხდა, როგორც გამგეობების, ასევე, მუნიციპალურ დონეზე; ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტში ეს კომპონენტი სერიოზულად არის გათვალისწინებული; ასევე, ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელსაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ მოკლებია. პირიქით, დაემატა თანხა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა; შემდეგი მიმართულება ეს არის კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, კულტურული მიმართულებითაც, ბოლო წლებში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. „რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმ ყველაფრის განხორციელება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი. დღეს გვაქვს სურვილი, გესაუბროთ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)