11:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 11:56:00, 759 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას ადვოკატი - ევროპის ჩემპიონი მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის

ევროპის ჩემპიონი, ალბათ, სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, „როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა აეროპორტში“, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბადრი გავაშელიშვილის ჩვენებებს თავდაყირა აყენებს დათვალიერების ოქმი, სადაც საუბარია აეროპორტის კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებზე.

„ევროპის ჩემპიონი ალბათ სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა აეროპორტში, რა გრნობა დაეუფლა გიგი ცემის შემდეგ. ალბათ, მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის და როგორ იგრძნო ის ტკივილი, რომელიც ცემის დროს მიიღო. რაც შეეხება გავაშელიშვილის ჩვენებას, მას  აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ის დათვალიერების ოქმი, როდესაც გამომძიებლებთან ერთად დავათვალიერეთ აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერები, სადაც ჩანს, როგორ ჩაუსაფრდნენ გიგი უგულავას და შემდგომ უკვე როგორ დაესხნენ თავს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი, ბადრი გავაშელიშვილი გამოიკითხება. დღევანდელ პროცესს დაესწრება თავად ბრალდებულიც. 

საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics