01:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 15:27:53, 923 ნახვა

საზოგადოება
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ მედიცინის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვა

25 ივნისს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ რუსთაველის თეატრში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წვეულება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოეს ღვაწლმოსილი ექიმები, მათ შორის - ისინიც, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ლიგის ისტორიაში პირველად ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა "ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.

ღონისძიების შესახებ მის ორგანიზატორს, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ვიცე-პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ალერგოლოგ მარიამ ბეზარაშვილს ვესაუბრეთ:

- ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა შვიდი წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად სამედიცინო საზოგადოება რუსთაველის თეატრში მოვიწვიეთ და საქართველოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული ექიმები დავაჯილდოეთ. დაჯილდოებულთა შორის, რა თქმა უნდა, არიან დარგის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრონტის წინა ხაზზე დგანან, მათ შორის – ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია და ამავე კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი. ლიგის ისტორიაში პირველად გაიცა ჯილდო მედიცინის სფეროს ინოვატორის ნომინაციით, რომელიც "ავერსის" დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს მიენიჭა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც შექმნა უმაღლესი დონის კლინიკების ქსელი, ააღორძინა ფარმაცევტული ინდუსტრია, შემოიკრიბა პროფესიონალთა გუნდი, მუდმივად  უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, ზრუნავს  კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან ერთად, ბატონი პაატა ცნობილია როგორც უდიდესი ქველმოქმედი. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ მისთვის ჯილდოს გადაცემისას.

ღონისძიებაზე დაასახელეს საუკუნის ექიმებიც. დაჯილდოება დასრულდა კონცერტით, რომელშიც ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ექიმებმა შესანიშნავი საღამო აჩუქეს ერთმანეთს და იმედი გამოთქვეს, რომ აქ მიღებული დადებითი ემოციები ღონისძიების ყველა მონაწილეს დიდხანს გაჰყვება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics