2021-06-28 14:48:46, 1094 ნახვა
საზოგადოება
29-30 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,