01:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 12:47:10, 754 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 რადიომაუწყებელს 1.5 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 რადიოკომპანიას შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისადმი“ დაგროვილ 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურ ჩამოეწერება.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიის შედეგად კომპანიებისთვის რეკლამისგან შემცირებული ან შეწყვეტილი შემოსავლებია.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს. ამ ანძების მეშვეობით სხვადასხვა რადიომაუწყებელს სიხშირეებს ვაწვდით. ჩვენ და ასევე მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ მიმართა 24-მდე რადიოკომპანიამ და მოითხოვეს ამ ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება. ეს ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ ეს მოთხოვნა გავიზიარეთ მათ შორის, მათი არგუმენტაცია. მართლაც, რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა,

მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, მათ შემოსავლები ან შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და 24 რადიომაუწყებელი კომპანის მიმართ დახლოებით 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება მოხდება. ჩვენ გვინდა მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ მათ შეუფერხებელ მუშაობას ხელს, ასევე, თავისუფალ რადიომაწყებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics