03:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 10:45:28, 336 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ

ტოიოტას ახალი ცენტრი ბათუმში, ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია და ათეულობით ადგილობრივი დასაქმებული.

23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ტოიოტა კავკასიის და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობა ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შოურუმი და სერვისცენტრი დაათვალიერეს და ისაუბრეს აღნიშნული პროექტის როლზე რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში.

პროექტში 2 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და ათეულობით ადგილობრივი დასაქმდა. ცენტრი მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმს და სერვისცენტრს.

„ტოიოტა ცენტრი - ბათუმი“ „თეგეტა მოტორსის“ შვილობილ კომპანიებს შორის რიგით მეორე „ტოიოტას ავტორიზებული ცენტრია „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ შემდეგ, რომელიც 2014 წლიდან წარმოადგენს „ტოიოტა კავკასიას“ ოფიციალურ დილერს საქართველოში.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მონობრენდულია და სრულად შექმნილია ტოიოტას სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული  აპარატურით და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების სრულ სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და სრულ ავტოსერვისს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. რომლებმაც სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარეს.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი ტოიოტას ახალი კონფეფციით არის შექმნილი. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც ტრენინგი ტოიოტას სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ჩვენს ცენტრში უკვე დანერგილია ვიზიტზე წინასწარ  ჩაწერის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თქვენთვის ასე ძვირფასი  დრო. ცენტრში მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ტოიოტას მარკის ნებისმიერ ავტომობილზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ავტომობილი შეძენილი გყავთ სხვაგან. ჩვენი მიზანია, ჩვენი მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება, ისე როგორც ეს ტოიოტას ფილოსოფიას შეეფერება“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის დირექტომა დავით ჭეიშვილმა.

შეგახენებთ, რომ ტოიოტას ავტორიზებული სერვის ცენტრი - „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“. 

თეგეტა მოტორსმა 2020 წლის ბოლოს გახსნა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics