13:37 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 15:50:56, 1107 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ფულის გათეთრების დანაშაულს ვერ ხედავს

მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა ბრალის ადეკვატურობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

„სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი  2 ივლისს ჩაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics