11:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 17:03:12, 1059 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა.

2020 წლის დასაწყისში დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში უწყების ფინანსური დოკუმენტი ჯამში 6 200 000 ლარითაა გაიზრდილი და 27 200 000 ლარს შეადგენს.

სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად გრძელდება 2021 წელს დაგეგმილი ყველა პროგრამა. ნამატი თანხა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდა. კერძოდ გაიზარდება - მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების, ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების ბიუჯეტი.

ჯამში, 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობისთვის, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობა, რომლის ფარგლებში პირველად დაფინანსდება საზღვაგარეთ გულის ტრანსპლანტაცია, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა, რომლის ფარგელბში პირველად მოხდება ყველა ორსულისთვის ტყვიის შემცველობის კვლევა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა საჭიროებებისთვის გამოიყო 870 500 ლარი. სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს.

,,აჭარის ბიუჯეტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და ყველა მაცხოვრებლის ინტერესზე და საჭიროებაზეა ორიენტირებული. მიზნად ისახავს ყველა ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ეს მიიღწევა როგორც სწრაფი ეკონომიკური აღდგენის და აღმავლობის ამოცანების შესრულებით, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის, თანაბარი, სწრაფი და მდგრადი განვითარების შედეგად“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზარდება. 2021 წელს ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დასაქმების პროგრამები. მიზნობრივი ჯგუფებისათვის გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დაინერგა სოციალური დაცვის სფეროში, შეიქმნა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამები მაქსიმალურად პასუხობდეს მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი სერვისი დაინერგა მიმდინარე წელს და მოთხოვნის შესაბამისად იზრდება გარკვეული პროგრამების ბიუჯეტიც, რაც პროგრამების მდგრადობის მიზნით მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნა მინიტრმა, ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 35 პროგრამას ახორციელებს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics