|
2021-06-22 15:07:56, 940 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებაზე დადებითად აისახება ტურიზმის ზრდაზე
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 1-ლი ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება და დაშვებული ხდება რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე, მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით" – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. „ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმში - იცით, რომ სახმელეთო საზღვრებიდანაც შემოდიან ტურისტები, ასევე აჭარაში იმატა ტურისტებმა. მთლიანობაში, თუ შევხედავთ, თუნდაც, საჰაერო გზით შემოსული ტურისტების სტატისტიკას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. თუ ამას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით, 600 ფრენა ანუ ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც გვქონდა 2019 წელს. ეს წელი, კი, მოგეხსენებათ, რეკორდული წელი იყო ტურისტების მასპინძლობის თვალსაზრისით" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ კიდევ უფრო დადებითი მოლოდინია. მისი შეფასებით, როდესაც დადგება ტურისტული საზაფხულო სეზონის პიკი, დაახლოებით 70 პროცენტით მივუახლოვდებით თუნდაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების იმ რაოდენობას, რაც იმ პერიოდში იყო 2019 წელს. „გვქონდა დადებითი მოლოდინი, რომ 2021 წელს, ტურიზმის თუნდაც ნახევარი აღვადგინოთ იმასთან შედარებით, რაც იყო 2019 წელს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უკეთესად წავა საქმე, თუ რა თქმა უნდა, ყველა დავიცავთ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს. პირველი დადებითი სტატისტიკა, იანვარ-მაისის პერიოდში, უკვე აღინიშნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში , რომელიც პირველი გავიდა პოზიტიურ დინამიკაზე ჩვენს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის და აქვს მგზავრთნაკადის 16 პროცენტიანი ზრდა. ასეთივე ზრდას ველოდებით სხვა აეროპორტებიდანაც" - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)