2021-06-22 14:40:46, 949 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა კულუმბეგოვი - რეგულაციები და აცრების ტემპი მცირდება, ვაძლიერებთ ლოცვებს
რეგულაციები მცირდება, აცრების ტემპი კიდევ უფრო მცირდება, ვაძლიერებთ ლოცვებს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს კოვიდის მართვის ახალი ქართული ნოუ-ჰაუა.
„კოვიდის მართვის ქართული ნოუ - ჰაუ: რეგულაციები მცირდება, აცრების ტემპი კიდევ უფრო მცირდება…ვაძლიერებთ ლოცვებს!!!“, - წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ელი ივლისიდან ე.წ. კომენდატის საათი უქმდება. ამასთან, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,