04:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 12:22:39, 562 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდების პროცესში გარკვეეული შეფერხება შეიქმნა, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია.

მისი თქმით, აღნიშნულის გამო საქართველოს დაახლოებით 4-5 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი შეექმნა.

„მინდა, განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ორი დღეა, ქვეყანაში ხდება. საკითხი შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტურ ხარჯვას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ, 43 000-43 000 დოზა, ცოტა მეტი, მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი.

„პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს „ასტრაზენეკასი“ და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics