04:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 11:52:57, 450 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით, პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღეს.

პროექტის „FinExCoop საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას.

მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომაზე, მიღწეული პროგრესი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერით, ქართველ ფერმერებს მეტი რესურსი გაუჩნდებათ ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რათა მიმართონ სხვადასხვა საფინანსო სტრუქტურას, მოიზიდონ ფულადი რესურსი და განავითარონ მეურნეობები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

პროექტის „FinExCoop საქართველო“ ხელმძღვანელმა, კრისტოფ კორდონიერმა, პრეზენტაციის სახით, პროექტის სამომავლო გეგმები წარადგინა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და  Chambre Agriculture de Loiret-თან ერთად.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების, „FinExCoop საქართველო“ პროექტის გუნდის წევრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და დარგობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics