05:34 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 10:33:45, 687 ნახვა

საზოგადოება
თელავის ტექნოპარკმა ინოვაციურ ბანაკს ,,მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკმა ერთკვირიან ინოვაციურ ბანაკს „მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს  ქ.თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი თოთხმეტი საჯარო სკოლის 12-13 წლის მოსწავლეებმა. (აკურის, ბუშეტის, გულგულის, ვანთის, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, რუისპირის, ქვემო ხოდაშენის, ყარაჯლის, წინანდლის საჯარო სკოლები).

7 დღის განმავლობაში, თელავის ტექნოპარკის გარე სივრცეში, დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, გაიმართა Lego Robotics - ისა და LittleBits - ის ვორქშოფები, სემინარი - ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“; კინო ჩვენებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეოთხე ინდრუსტრიული რევოლუციის შესახებ. მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს თბილისის ტექნოპარკის ელექტრონიკის ინჟინერმა და ტრენერმა მამუკა აფაქიძემ და სტარტაპების ,,Vrex Immersive Inc“ - ისა და ,,ATOM  Kids“ – ის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში თითო სკოლიდან შეირჩა ორი მოსწავლე (სულ 28 მოსწავლე), შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი  კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა იყო.

ინოვაციური ბანაკის  „მომავლის ინოვატორების“ მიზანია,  ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და კომუნიკაციების ხელშეწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics