2021-06-21 16:04:06, 637 ნახვა
საზოგადოება
24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს გადააჭარბოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,