06:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 12:40:02, 1216 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად შევა

ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბოდბელ მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური და არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა.

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ.

ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგნლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ შესვლას. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ კვირაში მე მაქვს წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, როდესაც დასრულდება მოსმენა, ამის შემდგომ, ალბათ მომავალი კვირის ბოლოს გვექნება ერთობლივი ვიზიტი. იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ძირითადად იყო ჩვენი შთაბეშდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics