|
2021-06-16 19:00:42, 931 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინა
თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს. ვირტუალური ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტმენტის ურბანული და წყლის სერვისების განვითარების დივიზიის დირექტორმა იონგ იემ გახსნეს. თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს გაწეული დახმარებისთვის და მერიის ინფრასტრუქტურული და მობილობის პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. „ჩვენი მიზანია, ქალაქი ისე განვავითაროთ, რომ აქ ცხოვრება, გადაადგილება, დასვენება თუ გართობა ყველა თაობისთვის, ყველა სქესის და ასაკის ადამიანისთვის თანაბრად მისაღები და კომფორტული იყოს. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქმნება, არაერთი პროექტი ხორციელდება და მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. იონგ იემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში გენდერული თანასწორობის ჩართვის მნიშვნელობას, მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისთვის. „კოვიდ-19-ის პანდემიამ ცხადი გახადა ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების საჭიროება. მუშაობის, სწავლისა და სოციალური ურთიერთობების ჩვეული რუტინის შეცვლამ დაგვანახა, რომ ქალაქების ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვებისთვის“, - განაცხადა იონგ იემ. ამ მიმართულებით თბილისის მერიის ძალისხმევაზე ისაუბრა ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, სამანტა ჰუნგმაც. „ყოველდღიურად იზრდება თბილისის მერიის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გაწეული შრომის ხილული შედეგები ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის მერიას“, - განაცხადა სამანტა ჰუნგმა, ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა. გზამკვლევები, რომლებიც გულისხმობს ინკლუზიურ და გენდერზე ორიენტებულ პროექტირებას ურბანულ არეალებში, სარეკრეაციო სივრცეებსა და საცხოვრებელ დასახლებებში, შემუშავებულია ქალაქის მთავრობის ურბანული დაგეგმარების სახელმძღვანელოდ და მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე, პარკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობაში ყველა სქესის, სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებების გასათვალისწინებლად. გენდერზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა ქალებს თავს დაცულად აგრძნობინებს და უსაფრთხო საქმიანობისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ადგილობრივი ინსტიტუციების გაძლიერებას და შესაძლებლობების გაზრდას ურბანულ დაგეგმარებასა და პროექტირებაში.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)