2021-06-16 17:33:56, 703 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს განცხადებით, სავარაუდოდ მეუფე იაკობი და ნინო ლომჯარია ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან
საპატრიარქოს განცხადებით, სავარაუდოდ მეუფე იაკობი და ნინო ლომჯარია ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან.
საქართველოს საპატრიარქომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეები ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,