07:34 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 13:41:31, 616 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა გიომ ლაგანს ვიზიტისა და საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის, ასევე სამთო მიმართულების გაძლიერების პროცესში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ნატოს მნიშვნელოვან ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებას არჩეული ევროატლანტიკური კურსის მიმართ. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია.

შეხვედრას საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი, მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი, შარლ-ვიქტორ ორი და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელი, პანპი ეჩევერი დაესწრნენ“, - აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics