07:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 16:10:04, 848 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ მიმართა.

სიჭინავას თქმით, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვის პროცესში, უმნიშვნელოვანესია მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარებოდეს სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაფაქციული ტვირთების გამოვლენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს , ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობას.

„ფორუმის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით საავტორო უფლების მფლობელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც მომავალში პროდუქტის იდენტურობის დადგენის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს და საბაჟო დეპარტამენტს ამ პროცესში, როგორც პირველ ხაზს, იმპორტირებული საქონელის კონტროლის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“, - განაცხადა სიჭინავამ.

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმის მიზანია, ერთობლივი მონიტორინგისა და ადმინისტრირების გზით, სხვადასხვა უწყებებებს შორის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის დანერგვა, ასევე წარმატებული გამოცდილების გაზიარება და კონტრაფაქციული პროდუქციის იდენტიფიცირების მიზნით, უახლესი რისკების შეფასების მოდულების გამოყენებით, სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მიმართ, თანმხლები დოკუმენტაციის ანალიზი.

ღონისძიებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, პატენტრწმუნებულები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics