|
2021-06-13 16:53:20, 938 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაერო-ს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათივე ცნობით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შედგა, რათა ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოწვეულმა მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად. ამასთან, ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას. შესაბამისად, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. „ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რომლებიც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებას. აქ გამართული დიალოგი და დისკუსია ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის“, - ბრძანა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიაღწიეს ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. „ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება, შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის, პირველ რიგში, ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით“, - დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)