2021-06-13 11:15:00, 661 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, კრწანისი ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოთხივე პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან და კონტაქტურები არიან.
„ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.
ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
საკმაოდ რთული ოპერაციაა. გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული.
მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია“, - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,