2021-06-12 16:10:42, 1103 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
„ექსპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,