07:55 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 14:32:50, 1029 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეის“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება. წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია.

„ღონისძიების სტუმრები მოისმენენ აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერებს.

საღამოს გახსნიან მოდერატორები - რატი ამაღლობელი და შოთა იათაშვილი, რომლებიც ქართული მწერლობისა და პოეზიის ძველი და ახალი საინტერესო ფაქტებს მოგვითხრობენ. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს პოეტი დათო ჩიხლაძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმებს ბენ ვილერის, სანდრო ჩინჩალაძისა და ვაჟა მარის ბენდი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აუდიო-მუსიკალური საღამო 19:00 საათზე, წინამძღვრიშვილის N102-ში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics