|
2021-06-11 16:17:43, 656 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი
„ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი. ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება, მისი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი წელიწადში გადაამუშავებს და გადაზიდავს 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo" და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group". პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. „ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აშენდა და დასრულდა მიუხედავად გლობალური პანდემიისა და სწორედ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის, ახალი ტერმინალის ამოქმედება - ეს არის საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლს და ფუნქციას. „პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციის სინერგიით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს. ეს მაგალითია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი. აქ ერთად არის შეზავებული შუა აზიელი, ქართველი და აშშ-ელი ინვესტორის საერთო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები შუა აზიიდან აზერბაიჯანის გავლით სწორედ ბათუმის პორტის, აქ შექმნილი სიმძლავრეების მეშვეობით გადანაწილდება სრულიად მსოფლიოში - ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)