|
2021-06-09 16:12:08, 700 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ვულოცავ საქართველოს, იმერეთის რეგიონს, ქუთაისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განახლებულ აეროპორტს
„მთელი გულით ვულოცავ საქართველოს, იმერეთის რეგიონს, ქუთაისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განახლებულ აეროპორტს და ამ პროექტის დასრულებას, რომლის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სივრცე. ტერმინალის საერთო ფართობი 6-ჯერ, 30 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა მთლიანი სივრცე, რაც მართლაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი აეროპორტის შესაძლებლობას ქმნის. ასევე პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა მგზავრთგამტარუნარიანობა და განახლებული აეროპორტი 2.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს 2 000 კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები დახვდებათ, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონალური, მცირე ბიზნესისთვის, ასევ გაიზარდა სარეგისტრაციო დახლები, გასასვლელები, ბარგის გაცემის ლენტი და ა.შ. ყველა პარამეტრით ეს არის უკვე საერთაშორისო სტანდარტების მსხვილი აეროპორტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)