|
2021-06-08 14:18:54, 580 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ბასილაია: ერთ-ერთი მიღწევაა, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა
ერთ-ერთი მიღწევაა ის, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით გახორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, გარდა არსებული პარკების რეაბილიტაციისა, ახალი საპარკე არეალები იქმნება. „ნებისმიერ მწვანე სივრცეში დღის განმავლობაში სხვადასხვა თაობის უამრავ ადამიანს შეხვდებით. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მიღწევა. ჩვენ ახალ საპარკე არეალებს ვქმნით, რისთვისაც, ისევე, როგორც ევროპის დედაქალაქებში, თანამედროვე ზონირების პრინციპები გამოიყენება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისი თქმით, პარკების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია მოსახლეობის ჩართულობა. „ევროსაბჭოს დახმარებით შევიმუშავეთ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას დიდი პარკების დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, კიკვიძის პარკში მერს ახალგაზრდებმა სკეიტ ზონის მოწყობა სთხოვეს, რომლის სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა როგორც რეაბილიტირებულ პარკებზე - ვასო გოძიაშვილის პარკი, მოსკოვის გამზირზე, ორკილომეტრიანი შუა ზოლი, ადამიანი და მზე, „დედაენის“ და „9 მარტის“ პარკები, მზიურის პარკი, ასევე მიმდინარე პროექტებზეც - ცენტრალური პარკი - ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მთაწმინდის ფერდის აღდგენა, ვარკეთილის ხევის, რიგის პარკის, თემქის ხევის და ვაკის პარკის რეაბილიტაცია. „ვაკის პარკი ჩვენი ქალაქის ძეგლია. რამდენიმე თვეში დასრულდება სამუშაოები და მივიღებთ განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია მისი პირველადი სახე სრულად შენარჩუნდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. დასასრულს, თბილისის მერის მოადგილემ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. „ეს არ არის მხოლოდ იდეის დონეზე არსებული პროექტები, თითოეულ მათგანზე დიდი ხანია ვმუშაობთ, მათ შორისაა: დიღმის ჭალების პარკი, ვერის პარკის და თბილისის დენდროლოგიური პარკი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)