11:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-06 17:39:33, 1076 ნახვა

საზოგადოება
მივმართავთ სახელმწიფოს, უარი თქვას ნინოწმინდის პანსიონის მსგავს ბავშვთა სახლებზე და ყველა აღსაზრდელი ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნოს - ISFED

მივმართავთ სახელმწიფოს, უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს  პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი,- მსგავსი მოწოდებით „სამართლიანი არჩევნები“ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში  წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად.

„სამართლიან არჩევნებს“ მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს  თანამედროვე სტანდარტებს.    ასეთი დიდი დაწესებულებები, საფუძველშივე, რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

"ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად.

„სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება 5 ივნისს, PHR-ის შუამდგომლობის საფუძველზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს.  მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ  სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადიმდგომარეობა.  აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება  არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე,  საფრთხის შემცველია  ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გამოჰყავს, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანია გამოყვანილი, მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი.

„სამართლიანი არჩევნები“ აუცილებლად თვლის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას  - დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;

სამართალდამცავ უწყებებს - დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ;

სახელმწიფოს - უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს  პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს;

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - გადატანილი სტრესის  გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწოს მათი რეაბილიტაციის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics