08:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 12:35:50, 522 ნახვა

საზოგადოება
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

5 ივნისს  გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2021 წელს, გარემოს დაცვის დღის გზავნილია „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა”. გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ქ. თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის  VIII-X  კლასის მოსწავლეებს შეხვდა.  თამარ ალადაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე და ეკოსისტემის სერვისებზე ისაუბრა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და განვითარების გზით მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას. კრწანისის ტყე-პარკი არის სამინისტროს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანია ორ მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ცენტრს შორის მოეწყოს სარეკრეაცო სივრცე თავისი საგანმანათლებლო კომპონენტით. ეს იქნება საზოგადოების ბუნებაში დასვენებისა და გარემოსდაცვითი განათლების მისაღებად საჯარო სივრცე.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატყეო სექტორის რეფორმა და ტყის მდგრადი მართვა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ მდგრადად ტყე, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ია. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით კი აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის პროცესი, რომელიც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სასკოლო სივრცეში დანერგვას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა  ახალი სტანდარტები, რაც ხელს შეუწყობს მაქსიმალურად შევამციროთ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურება და ეს დადებითად აისახება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარჩენების პრევენცია, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოსდაცვით  გამოწვევებზე  მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას. 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და  1974 წლიდან  გარემოს დაცვის დღე  მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics