11:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 14:45:21, 767 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღიშნული, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ლიცენზია 2015 წლის აპრილში გასცა. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სააღმზრდელო პროგრამა, ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, ინფრასტრუქტურა, აღსაზრდელებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი კვებითი რაციონი,  და ა.შ.

კანონის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ და აღნიშნულ დაწესებულებას არასდროს ჰქონია შეჩერებული/შეწყვეტილი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

"სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულებებს ამოწმებს საქართველოს მთავრობის N 66 დადგენილების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ტექნიკური  რეგლამენტით და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონით.

სააღმზრდელო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ევალებათ, საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოდგენა. ნინოწმინდის დაწესებულებას, ანგარიშგების შევსებული ფორმა წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

დაწესებულების მიერ 2017-2018 წლებში არ მოხდა ანგარიშგების წარმოდგენა, რის გამოც რეგულირების სააგენტომ, როგორც 2017 ისე 2018 წლებში განახორციელა ადგილზე ვიზიტი, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების გადამოწმების მიზნით.

შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.

რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სერვისის მიმწოდებლების  შერჩევითი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ რეგულირების სააგენტოს მანდატი შემოიფარგლება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ბავშვთა 24 საათიან დაწესებულებებში, მათ შორის ნინოწმინდის დაწესებულებაში, აღსაზრდელების კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩარიცხული ბენეფიციარების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics