08:41 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 11:20:32, 597 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ პროექტის - „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში" - მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულ აქტივობებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. “მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროექტმა მნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა ეტაპზე რეფორმირების პროცესის წარმატებით განხორციელებას. პროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებს შორის აღსანიშნავია: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ხელშეწყობა, გამოძიების მეთოდები, გამოძიების პროცესის შეფასება, საგამოძიებო რეფორმის ხელშეწყობა, დანაშაულის ადგილის მართვა, შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება, დანაშაულის სტატისტიკის წარმოება, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, დისციპლინური სამართალწარმოება და სხვა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ონლაინ შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics