11:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 17:42:45, 740 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" გამარჯვებულები დღეს გამოვლინდა.

I ადგილი დაიკავა მარიამ ბოკუჩავამ (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა"). II და III ადგილებზე გავიდნენ დავით სეფაშვილი (ყვარლის N2 საჯარო სკოლა) და ნიკა ქავთარაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N53 საჯარო სკოლა). IV ადგილზე გამსვლელი 18 ქულა 9 მოსწავლემ – ანანო ჯაფარიძემ (მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია), გიორგი სანიკიძემ (ზუგდიდი, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა), ელენე კიკოლაშვილმა (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა"), ლანა ქიმერიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა), ლიანა ედიშერაშვილმა (კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა), ლინა კურტანიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა), მარიამ შომახიამ (აბაშის N2 საჯარო სკოლა), ნინო ხიდაშელმა (თბილისის N191 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (გორის N12 საჯარო სკოლა) – დააგროვა. შედეგად, 41 ფინალისტის ნამუშევრიდან შეირჩა 12 საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემების კომპლექტი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ეროვნული არქივის გამოცემებით დაჯილდოვდებიან დანარჩენი ფინალისტებიც. პროექტის ყველა მონაწილე კი სერტიფიკატს მიიღებს.

კონკურსის თემა იყო – "რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?" შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში შედგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics