12:50 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 22:10:26, 698 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში, შსს-ს 45 თანამშრომელს Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით აჭარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 45 თანამშრომელს Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

პროფესიული დღე პოლიციელებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჯარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ქებურიამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics