13:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 10:34:39, 622 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატამ მედიატორთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

ნოტარიუსთა პალატასა და მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ნოტარიუსთა პალატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მედიატორთა ასოციაცია და ნოტარიუსები სანოტარო მედიაციის პოპულარიზაციისათვის  დაგეგმავენ და ჩაატარებენ ერთობლივ  ღონისძიებებს, კონფერენციებს, სემინარებს. სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები, მოხდება კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ერთობლივი ორგანიზება.

სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. სამოქალაქო დავის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ სასამართლოს ნაცვლად მიმართონ ნოტარიუსს და არსებული უთანხმოება სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით მორიგებით  დაასრულონ.  სანოტარო მედიაცია ეფექტიანია, სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics