13:19 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:31:08, 434 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.

ღონისძიებაზე მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება, რასაც ყველაზე ხშირად  პოლიციელები  საკუთარ თავზე გრძნობენ.

მან პოლიციელებს მიმართა, რომ ასეთ დროს იგი იქნება პოლიციელთა პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციელებთან ერთად ემსახურება საქართველოს.

„იყო პოლიციელი - მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ოპერატიულობას.

ურთულესია, სახლიდან გასულმა არ იცოდე, შინ დაბრუნდები თუ არა, თუმცა ეს თქვენი გააზრებული არჩევანია და გისურვებთ, რომ ყველას ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი და რაც მთავარია, სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაბრუნებოდეთ.

ყოველდღიურად იბრძოლო კანონის აღსრულებისთვის, ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად - დიდ სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა, ემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეებს, პასუხისმგებლობასთან ერთად, გამორჩეული საზოგადოებრივი როლია.

ჩვენ, ისევე როგორც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება და ამას ყველაზე ხშირად  პოლიციელები  საკუთარ თავზე გრძნობენ.

მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ  ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური.

და ბოლოს, მინდა გულწრფელად გითხრათ - ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა რომ ვარ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს!“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics