2021-05-31 13:23:18, 480 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ დროებითი ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების განმარტებით, №169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და იფუნქციონირებს „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე.
ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),