|
2021-05-31 13:21:28, 625 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში, არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. „ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 8 სოფელში, რომელთაგანაც 4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი, 30 წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ. თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ ორ ჯგუფიან საბავშვო ბაღში, შესაძლებელი გახდება ბავშვებმა სკოლამდელი განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც. მერიის პრიორიტეტია ბავშვებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეუქმნას. მიმდინარე წელს ახლალ შენობაში გადავლენ სოფელ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის დასახლებაში მცხოვრები პატარები. პარალელურად გრძელდება სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. ზემო რენეს საბავშვო ბაღის სამუშაოების ღირებულება 684 112 ლარია და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)