14:19 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 11:40:25, 508 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა სწავლება გაიარეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

სწავლების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საგამოძიებო ორგანოების, გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ფუნქციები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; პირველადი კომუნიკაცია სავარაუდო მსხვერპლთან ან დაზარალებულთან; ბრაზის მართვა და აზროვნების შეცდომები.

პროექტი - "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, 2018 წლიდან ხორციელდება და 2022 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და სხვ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics