11:11 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 18:43:54, 703 ნახვა

კომენტარი
იუსტიციის მინისტრი: ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის გრძელდება

„ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის გრძელდება და თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია.

ის არ გულისხმობს მხოლოდ პრივილეგიას, ის პასუხისმგებლობაცაა", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარა, რაც კი საქართველოს აქვს. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან არაერთი სირთულე გამოვიარეთ – აფხაზეთის ომი, ომი ცხინვალის რეგიონში, ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ ინსპირირებული და ხელშეწყობილი სამოქალაქო დაპირისპირება და 2008 წლის საბედისწერო მოვლენები. მაგრამ საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სამართლიანობისათვის, რომელშიც ძალიან აქტიური როლი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ დღესაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე და მოვიპოვეთ რამდენიმე ისტორიულ გამარჯვება", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ და იმ სარჩელებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.  

მისი თქმით, ე.წ. დეპორტირებულების  და აგვისტოს ომის საქმეებზე საქართველომ უკვე მოიპოვა ისტორიული გამარჯვება.

„ჩვენ გვაქვს, ასევე, მესამე საქმე სტრასბურგში – ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმე, და წინა ორი მოგებული საქმე ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს. იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ამ საქმეზე ინტენსიურ მუშაობას და გვაქვს იმედი იმისა, რომ, ისეთივე ერთობლივი მუშაობით, როგორიც ვაჩვენეთ წინა ორ საქმეზე, ამ საქმეშიც ვიქნებით წარმატებულნი",– თქვა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება
ვენსი: უკრაინა „გარკვეული გაგებით“ პარტნიორია, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დარტყმა
FT: ევროპა პუტინს შესთავაზებს მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ომის დასრულებისა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics