05:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 13:08:42, 582 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ აქციაზე - მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი?

მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს პროექტი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს.

როგორც მან აღნიშნა, ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.

„ნამახვანთან“ დაკავშირებით, მე პირიქით, მინდა თქვენ დაგისვათ მთავარი შეკითხვა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და შემდეგი თვეების განმავლობაში მისი აშენება არ ხდება, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ასევე თქვა, რომ დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა და შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს პროექტი.

ეს დამოკიდებულება გახლავთ მიუღებელი, ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი. მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, რას ემსახურება ეს პროტესტი და არის თუ არა ეს მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics