2021-05-25 11:40:45, 555 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, თბილისის იუსტიციის სახლი სიმბოლურად გაფორმდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, თბილისის იუსტიციის სახლი სიმბოლურად გაფორმდა. შენობის გარე და შიდა პერიმეტრზე განთავსდა სახელმწიფო დროშა და სპეციალურად 26 მაისის აღსანიშნავად შექმნილი სიმბოლიკა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სახლის პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოსულ მომხმარებელს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალის დათვალიერებაც შეეძლება, რომელიც მომსახურების დარბაზშია გამოფენილი.
იუსტიციის სახლი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),