2021-05-24 20:28:47, 530 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მეტროსადგურებმა „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურება განაახლეს.
დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა.
საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით.
ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს“, - წერია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),