|
2021-05-24 14:37:16, 893 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლება თუ ეცდება ვინმეზე ხელი აღმართოს ან დააპატიმროს, ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა
თუ ხელისუფლება ეცდება, რომ ვინმეზე ხელი აღმართოს ან დააპატიმროს, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგებლობაც მასზე იქნება. „მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს, ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და უბრალოდ ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა მთელი მოსახლეობის. ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ ამაზე მთელ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება პასუხისმგებლობის ნაწილში მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი. პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმ რაღაც დესტრუქციულ მოქმედებებზე, რაც უნდა, რომ თვითონ ხელისუფლებამ მართოს ამ შემთხვევაში. ამიტომ, თუ თავად დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგელობაც, ამ შემთხვევაში, იქნება მასზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)