2021-05-21 19:19:53, 710 ნახვა
საზოგადოება
22-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა
22-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა - ელჭექით, ასევე ძლიერი ქარი და სეტყვა.
ზღვისპირა ტერიტორიებზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. ორი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ტელმერეტურა 10-15 გრადუსით დაიკლებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მატება, წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,