18:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 18:21:40, 740 ნახვა

საზოგადოება
26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას ანახლებს

მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

სამუშაო დროები:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე  10:00 – 18:00

სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე  10:00 – 18:00

ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

  • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს
  • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია5 ვიზიტორის ყოფნა
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
  • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან  დისტანციურად https://guru.ge/

  ზოგადი რეკომენდაციები: 

  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა
  • ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნითა და წყლით
  • მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას
  • ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი
  • გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics