18:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 14:23:05, 1545 ნახვა

საზოგადოება
იდეების კონკურსის GreenOvation მე-2 ეტაპი 25 მაისს დასრულდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ინიციატივით დაწყებული იდეების კონკურსი „GreenOvation” (Green Innovation Challenge) გრძელდება.

კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს სატყეო სექტორში არსებული მთავარი გამოწვევები და,  მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, მოიძებნოს მათი ინოვაციური და ეკომეგობრული გადაჭრის  გზები.

25 მაისს, კონკურსის მეორე ეტაპი - პირველ ეტაპზე შერჩეული გამოწვევების გადაჭრის გზების წარდგენა დასრულდება.

კონკურსის პირველ ეტაპზე  წარდგენილი  განაცხადები ასახავდა ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქტუალურ საკითხებს, ხოლო  მეორე მხრივ,  მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების ენთუზიაზმს, აქტიურად ჩაერთონ მნიშვნელოვანი პრობლემების გარემოსადმი მეგობრული, მწვანე და ინოვაციური ხედვითა და მეთოდებით მოგვარების პროცესში.

კონკურსის „GreenOvation” პირველ ეტაპზე შეირჩა 9 გამოწვევა, რომელთა შესახებაც ინფორმაცი განთავსებულია ვებგვერდზე:

https://greenovation.hypeinnovation.com/servlet/hype/IMT?userAction=BrowseCurrentUser&templateName=MenuItem

25 მაისამდე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსის მეორე ეტაპში და  წარმოადგინოს შერჩეული 9 გამოწვევის  მწვანე და ინოვაციური გადაწყვეტის გზები.

კონკურსის ფარგლებში,  გამოვლინდება 9 გამარჯვებული - 3 გამარჯვებული თითო ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლებსაც, პროექტების განსახორციელებლად, გრანტის სახით გადაეცემათ თანხა 10 000 ევრომდე ოდენობით, წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად.

იდეების კონკურსი „GreenOvation” საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გარემოსდაცვითი პროგრამის „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" (ECOserve) ფარგლებში ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics